შეისწავლის თუ არა სახალხო დამცველი მოსამართლის საქმეს

23 თებ 2018

მოსამართლე ირაკლი შავაძემ გუშინ “მთავარის” ეთერში დახმარება მესამე სექტორს სთხოვა. როგორც აღნიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო.