სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად კომისია დამტკიცებულია

22 თებ 2018

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის შესარჩევად, ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 3 მარტს სრულდება. ვაკანტურია ბორდის ყოფილი წევრის სულხან სალაძის ადგილი, რომელიც გასული წლის 5 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა.

ამასთან უფლებამოსილების ვადა ეწურებათ ბორდის თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას, წევრებს მარინა მუსხელიშვილს და გიორგი კოხრეიძეს. კოხრეიძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში აჭარის კვოტითაა არჩეული.