საია საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს

21 თებ 2018

საია საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს. ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება.

საიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით და ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო არჩეული პირის,    არამედ  ამომრჩეველთა უფლებებსაც.