მაუწყებლობის  შესახებ  კანონი-პარლამენტი დღეს ვეტოს განიხილავს

20 თებ 2018

პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დღეს შეეცდება.  პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ცნობილია, რომ ვეტოს დაძლევას უმრავლესობიდან მხოლოდ ოთხი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.