მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

18 თებ 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი. მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 23 თებერვალს ეწურებოდა. მოსამართლეს აღკვეთის ზომის - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა.