სინქრონულ სრიალში საქართველოს ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა  

17 თებ 2018

სინქრონული ფიგურული საციგურაო გუნდი “აის ლაიანს ბათუმი” ''ლუმიერის თასის'' პრიზიორია. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. გუნდმა 39,39 ქულის მოპოვება შეძლო, რაც ასპარეზობის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.

ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანული გუნდი გახდა. ''ლუმიერის თასი'' 2018პპ ჰოლანდიაში, ეინდჰოვენში ჩატარდა. ტურნირში საქართველოს ნაკრების კატეგორიაში 13 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული სპორტსმენები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.