კოლონადა ძველი იერსახით და განახლებული პარკი

16 თებ 2018

ბათუმის ცენტრალურ პარკში კოლონადის აღდგენა იმ ფორმითაა დაგეგმილი, როგორადაც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. კოლონადა ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, თუმცა მოტივი მაშინ არ აუხსნიათ. პარკში ტერასის მოწყობაცაა დაგეგმილი.

ესკიზები უკვე მზად არის. ბათუმის მერმა განაცხადა, რომ კოლონადას მშენებლობასთან ერთად შეიცვლება პარკის იერსახე. უფრო კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იგეგმება ბათუმის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 2 დღის წინ ბათუმის საკრებულოს გადაწვეტილებით სახელი შეეცვალა.