თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

14 თებ 2018

თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას და ვიდეო მასალას თურქული მედია ავრცელებს. რომლის მიხედვითაც ისინი თურქეთიდან საქართველოში მიმავალი ავტობუსის სპეციალურად მოწყობილი სამალავში იპოვეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ისინი თურქეთში არალეგალურად შევიდნენ და საქართველოში დაბრუნებასაც არალეგალურად ცდილობდნენ.