დასაქმების სააგენტოს სტაჟირების პროგრამა

30 ივნ 2016

დასაქმების სააგენტოს პროგრამის ბენეფიციარებისთვის  საწარმოო პრაქტიკის 2 თვიანი კურსი დაიწყო. 400-მდე  მსურველიდან შერჩეულმა 120-მა ბენეფიციარმა სწავლების თეორიული კურსი უკვე გაიარა. კურსდამთავრებულები  სტაჟირებას აჭარაში მოქმედ კერძო სექტორში გაივლიან, რომლის შემდეგაც წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პროფესიის შესაბამისი საწარმოო იარაღები გადაეცემათ.