07 თებ 2018
მახინჯაურში არსებული ყოფილი მზიურისა და გოგირდის აბანოების მფლობელი შეიცვალა – “სტატოტელის” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ახლა ყაზახი ინვესტორის ნაცვლად, ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენელია. აჭარაში “Holiday Inn Express”-ი შემოდის.
პირდაპირი მიყიდვის გზით, 2016 წელს შეძენილ ტერიტორიას თან ვალდებულებები ახლდა, რომლებიც კომპანია “სტატოტელს” არ შეუსრულებია. დარღვეული ხელშეკრულების გამო, კომპანია ჯარიმდებოდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ მას ასობით ათასი ლარი აპატია.
მიზეზად კი ზოგადად ინვესტორისთვის ხელშეწყობას ასახელებდნენ.