ხე - ტყის უკანონო მოპოვების 420 ფაქტი ერთ თვეში 

06 თებ 2018

იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 138 ფაქტი კახეთში გამოავლინეს. აჭარაში 34.

ჯამში ქვეყნის მასშტაბით  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781  კუბური მეტრამდე  ხე-ტყე. უწყების ინფორმაციით იანვარში სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.