ჩხვირკიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

04 თებ 2018

მერაბ ღოღობერიძის უფლებადამცველის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმაც შეიტანა. იგი  ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10 იანვრის  გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც  ორივე მსჯავრდებული ჯგუფურ მოქმედებაში ცნეს დამნაშავედ და წელიწადითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.