მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

04 თებ 2018

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. III ქვეითი ბრიგადის ნაკრებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი და  საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე დახვდნენ.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იყო.