01 თებ 2018
იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადასცა. ავტოპარკი 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილით განახლდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლებისთვის. უწყების ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.