29 ივნ 2016
ბეშუმელი მოიალაღეები და ოპოზიცია მთაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ კურორტი სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდება, ხულოს გამგებლის თქმით კი ბეშუმში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში დასრულდება.