დროული აცრები წითელას ვირუსის შესაჩერებლად - აჭარაში ეპიდაფეთქებადი მდგომარეობაა

30 იან 2018

წითელას ვირუსის 90 შემთხვევა ერთ თვეში - ასეთია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დღევანდელი მონაცემები. ვითარება უკვე შეფასდა ეპიდემიურ აფეთქებად. აჭარაში,  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში,  წითელას 27 შემთხვევა ფიქსირდება, რაც 8-ჯერ აღემატება რეგიონში მანამდე არსებულ დინამიკას.