29 ივნ 2016
მეთევზეების გარდა უხვი ნალექის გამო დაზარალდა ქედისა და შუახევის მოსახლეობის სხვა ნაწილიც, განადგურდა ნარგავები, 10 მდე სოფელი კი შემოვლითი გზით სარგებლობს. ადიდებული მდინარის მიერ წაღებული ხიდების აღდგენის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მაღალმთიანეთში ამ წუთებშიც წვიმს.