ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

26 იან 2018

ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით, ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. სპორტსმენს გაამრჯვება “ფეისბუქის” გვერდზე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა.