სახელმწიფო და კერძო უწყების 400-მდე მომსახურებას კიდევ 6 ახალი სერვისი დაემატა

26 იან 2018

სახელმწიფო და კერძო უწყების 400-მდე მომსახურებას  კიდევ 6 ახალი სერვისი დაემატა. სერვისებზე, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ  განაცხადი შეიტანონ საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში.

აქამდე მსგავსი მომსახურებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადის საფუძველზე მოითხოვონ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი 25 000 ლარის ფარგლებში.