ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

25 იან 2018

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით  რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე ჩანიშნულ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტიც  დაესწრება.

შეხვედრის ინიციატორი მედიაორგანიზაციები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს. სპეციალურ განცხადებას ხელს 52 მედიაორგანიზაცია აწერს.