''წელს 30 ტონამდე ციტრუსის რეალიზაცია განხორციელდა'' - ავთანდილ მესხიძე

24 იან 2018

წარმატებულად შეაფასა ციტრუსის სეზონი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ავთანდილ მესხიძის განცხადებით, ნარინჯისფერი რთველი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი, წინა წლებთან შედარებით,  ყველაზე მაღალი იყო და 1 კგ მანდარინის საწყისი ღირებულება 60 თეთრს შეადგენდა.  

მინისტრის თქმით, ქართული მანდარინი ექსპორტზე 10 ქვეყანაში გავიდა, აქედან ყატარსა და ლიტვაში პირველად, მოთხოვნა გაიზარდა პოლონეთიდანაც. უწყების ინფორმაციით,  2017-18 წლებში ექსპორტირებულია 23 ათას 565 ტონა სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავდა 8 ათას 320 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სეზონზე მოქმედებდა 30-მდე მიმღებ შემფუთავი და  არასტანდარტული ციტრუსის 2 გადამამუშავებელი საწარმო. ციტრუსის სეზონი მინისტრმა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამა, რომელიც ყოველწლიურად ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს.