ბათუმის წყალში დღეიდან ცხელი ხაზი ამოქმედდა - 1152

21 იან 2018

ბათუმის წყალში დღეიდან ცხელი ხაზი ამოქმედდა. მოქალაქეებს  წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება  11 52 -ზე დარეკვით შეუძლიათ.   სააბონენტო კოდის გასაგებად, ყოველთვიური საგადასახადო დარიცხვის და წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევაში მოკლე ნომერზე უნდა დაუკავშირდეთ.

ცხელი ხაზის შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2011 წელს მიიღო და დღემდე არცერთ რეეგიონში არ ამოქმედებულა.