21 იან 2018
ამ დრომდე მძიმეა დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. იგი საზღვაო ჰოსპიტლის თანამშრომელია და სწორედ კლინიკის ლიფტის შახტაში ჩავარდა გუშინ. მედიკოსების ინფორმაციით, მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს.
დაშავებული გუშინვე სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანეს. შსს-მ საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე დაზიანების მიღებას გულისხმობს.