''მწვანე კვირეული'' - საერთაშორისო გამოფენა

21 იან 2018

საქართველო ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეულში“ მონაწილეობს.  საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენა უკვე 83 წელია ყოველწლიურად იმართება