ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

20 იან 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით,  კონტრაქტორი  კომპანია უკვე გამოვლენილია და  ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.

პროექტის თანახმად,  დაგეგმილია  ორზოლიანი ასფალტ - ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობა.  ზურაბ ალავიძის განმარტებით, აპრილში გზის მშენებლობა ხულო - ზარზმის მიმართულებითაც დაიწყება. აჭარაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კომენტარი ბათუმში გაკეთდა.