შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება

20 იან 2018

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მეორე დღეა გრძელდება.

სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წმენდენ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიას ზღვიდან გამორიყული ნარჩენებისგან. სამუშაოები დილის 5 საათიდან მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეც. ტექნიკა და მობილური ჯგუფები.