პრემიერი სტიქიის შედეგებით დაინტერესდა

29 ივნ 2016

აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და მთავრობის სხდომაზე შესაბამისი კითხვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა  პირველ ვიცე-პრემიერს კი სთხოვა, დაავალოს რკინიგზას, აჭარის მთავრობას ვაგონის ძარები მიაწოდოს. ფინანსთა მინისტრს დაევალა მოიძიონ დამატებითი რესურსი, პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებისთვის.