ინციდენტების პრევენციების მორიგი შეხვედრა

16 იან 2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე კვლავ დააყენებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს.