სტიქია და მისი შედეგები შუახევში

28 ივნ 2016

შუახევში  უჩამბის თემში მცხოვრები  რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე რჩება უსაფრთხო ადგილზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი მანამ არ დუბრუნდებიან საკუთარ სახლებს, ვიდრე გეოლოგები არ დაასკვნიან - უსაფრთხოა თუ არა მათთვის იქ ცხოვრება. რაც შეეხება გზებს, ჩახერგილია 5 სოფელთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, თუმცა ამ სოფლის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შემოვლითი გზით ისარგებლოს. ელექტროენერგია ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სრულად აღდგენილია.