საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე - მიღება პარლამენტში

13 იან 2018

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან მოპოვებული საზღვაო რუკები, რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.