უცნობია დაეხმარება თუ არა მერია ხანძრით დაზარალებულ ოჯახს

12 იან 2018

დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს მას შემდეგ გაირკვევა რაც შესაბამისი სამსახური ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ბესიკის ქუჩის 56 ნომერში ცეცხლი დვალიშვილების 5 წევრიანი ოჯახის სახლზე მიშენებულ ნაგებობას გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია ნაგებობა და მასში განთავსებული ტექნიკა. გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.