ბათუმის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

28 ივნ 2016

ბათუმში აბონენტთა ნაწილს ამ დრომდე გაზი ისევ არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების ნაწილი. მოსახლეობის განცხადებით, გაზმომარაგებაში შეზღუდვა ტურისტთა ნაკადზეც აისახება. ~სოკარ ჯორჯია გაზის~ წარმომადეგნლების განცხადებით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე, ასევე ადლიის დასახლებაში, გონიოსა და სარფში _ დაახლოებით ათი ათასი აბონენტი უახლოეს პერიოდში ჩაირთვება ქსელში, გაზმომარაგება კი დღის ბოლომდე მთელ რეგიონს აღუდგება...