“კონკია”-საქველმოქმედო სპექტაკლი 

07 იან 2018

შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეების ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში პატარებისთვის საქველმოქმდო სპექტაკლი გაიმართა. მსახიობებმა ახალ სცენაზე „კონკია” ითამაშეს.

საპრემიერო სპექტაკლს ჩაქვისა და ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები, ასევე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ესწრებოდნენ.