რამდენიმე საათი საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე

05 იან 2018

6 საათში საქართველოს სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს იზეიმებს. ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. მართლმადიდებლურ სამყაროში ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.

მას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც საზეიმო წირვის შემდეგ დასრულდება. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობას იულიანური კალენდრით აღნიშნავს 25 დეკემბერს, რაც გრიგორიანული კალენდრით 7 იანვარს ესადაგება.