სპორტი - 2017 წელი

30 დეკ 2017

ბევრი წარმატება გვქონდა წელს სპორტში. ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები, არაერთი მოგებული შეხვედრა და არაერთხელ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

მართალია წელი წარუმატებელი იყო ბათუმის დინამოსთვის, როგორც იცით კლუბი დაქვეითდა ეროვნულ ლიგა ორში, თუმცა ფეხბურთის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ინფრასტრუქტურას ეხება – მომავალში ქალაქში საერთაშორისო სტანდარტის სტადიონის მშენებლობა დაიწყება.