საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

28 დეკ 2017

საფრანგეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა  ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ლიონში 21 წლის მამაკაცი და ხოლო პარიზში 19 წლის ქალია დაკავებული.  

ტერორიზმში ეჭვმიტანილები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ სოციალური ქსელის მეშვეობით „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან კონტაქტობდნენ და ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ჩატარებული ჩხრეკისას ეჭვმიტანილებს იარაღი ან ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოაჩნდათ.