სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციაში რჩება

28 დეკ 2017

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოშია გადმოყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  26 დეკემბერს 5 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში მიმდინარეობდა.

დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.