სტამბოლში წინასაახალწლოდ უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ

27 დეკ 2017

სტამბოლში წინასაახალწლოდ უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ. სააგენტო ,,როიტერის" ინფორმაციით, გასულ წელს კლუბ რეინაში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უსაფრთხოებას 37 ათასი პოლიციელი და 4 ათასი ჟანდარმერი დაიცავს.

ხელისუფლებამ სტამბოლის ცენტრალურ რაიონებში ,,ბეიოღლუში" ,შიშლისა და ბეშიქთაშში დაგეგმილი 4-დღიანი საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. უსაფრთხოება გამკაცრდა ტაქსიმის მოედანზეც.