თურქეთში ''დაეშთან'' კავშირში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

26 დეკ 2017

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.
თურქული გამოცემა ,,იენისაფაქის" ცნობით, ტრაპიზონის პროვინციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩხრეკისას, დაკავებული ცოლ-ქმრის სახლში საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღო.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.