ღვინისა და ყველის ფესტივალი

25 დეკ 2017

ევროპის მოედანზე დღეს ყველისა და ღვინის ფესტივალი გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მასშტაბით ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული ყველი და ღვინო.

ფესტივალის ფარგლებში დეგუსტატორებმა საუკეთესო ღვინო და ყველი გამოავლინეს, გამარჯვებულ მეწარმეებს კი  ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცემათ. ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აიპი აგროსერვისცენტრის ორგანიზებით იმართება და ორი დღე გაგრძელდება.