ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

24 დეკ 2017

ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 15 მილიონ 800 ათასი ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეა გათვლილი.

პროექტის განხილვისას პრეტენზიები ჰქონდათ ოპოზიციაში, აპროტესტებენ გასულ წელთან შედარებით შემცირებულ ბიუჯეტს, ასევე პრიორიტეტებს.