გამარჯვებული ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ

18 დეკ 2017

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სანკტ პეტერბურგში მსოფლიოს მასტერზე მოპოვებული მედლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანკტ პეტერბურგის მსოფლიოს მასტერზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლების მფლობელები: ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი გახდნენ ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილი, ბრინჯაო კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.