ახალი წელი ბათუმის ცენტრსა და გარეუბნებში

17 დეკ 2017

საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს ბათუმში. უკვე მზადაა ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, ასევე გრძელდება განათებების მონტაჟი. ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო განათება 25 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

ნაძვის ხეა განთავსებული 6 მაისის პარკთანაც. წელს დამატებით რამდენიმე გარეუბნის ქუჩასაც მორთავენ, ასევე დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებების გამართვა ქალაქის 21 უბანში. რაც შეეხება 31 დეკემბრის და 1 იანვრის კონცერტებს, უკვე ცნობილია მონაწილეთა ზუსტი ვინაობა. პრეტენზიები აქვს მოქალაქეთა ნაწილს, რას პასუხობენ მათ მერიაში.