დაბინძურებული ჰაერი

11 აპრ 2016

ბათუმში ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია.  აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე მიმდინარეობდა მონიტორინგი.  განისაზღვრა  ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები:  მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი და ტყვია. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ბათუმის ჰაერში მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის შემცველობა  შესაბამის ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატება.  ეს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თებერვლის მონაცემებია.