3 დაშავებული - ავტოავარია ფიროსმანის ქუჩაზე

15 დეკ 2017

ავარია შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.