„ბათუმი“ VS „ტიმიშოარა - სარასენსი“

15 დეკ 2017

დღეს  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ბათუმის "რაგბის” გუნდი  რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა - სარასენსს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში "ბათუმი" ფლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

"ტიმიშოარა - სარასენსი" ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, მან სამივე განვლილი შეხვედრა მოიგო და დასკვნითი მატჩის მოგებით ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებას ეცდება. დასკვნითი ტურის წინ ბათუმის რაგბის გუნდი „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებს.