ხვალ ბათუმელები ''რაგბი-არენაზე'' რუმინულ ''ტიმიშოარა-სარასენსს'' უმასპინძლებენ

14 დეკ 2017

ხვალ, ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ბათუმელები „რაგბი-არენაზე“ რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსს“ უმასპინძლებენ. ამ დროისთვის ორივე გუნდი საკუთარი ჯგუფის ლიდერია. „ბათუმი“ მოგების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს დაძლევს და პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.