პარლამენტმა  საკონსტიტუციო  ცვლილებები  მეორე  მოსმენით  მიიღო

14 დეკ 2017

მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს, იცვლება - სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის კონსტიტუციის მე-18 მუხლში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილება საჯარო სამსახურებს მეტ საშუალებას მისცემს, არ გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია. პარლამენტის თავმჯდომარე კი პირიქით, ამტკიცებს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური სტანდარტი არათუ უარესდება, არამედ ძლიერდება.