აფეთქების შედეგად დაზარალებულებს მერია დახმარებას დაპირდა

10 დეკ 2017

დაზარალებული 9 ოჯახი გუშინ მერიამ დროებით ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა  მასშტაბის ზარალი მიაყენა აფეთქებამ ახვლედიანის 12 ნომერსა და მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებლებს. როგორ დაეხმარება დაზარალებულებს ბათუმის მერია, რა სახის დახმარება გაეწევა მათ--განცხადება ლაშა კომახიძემ მედიისთვის გააკეთა.