პროექტის პრეზენტაცია

08 დეკ 2017

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ წარმოადგინა და იგი აჭარის რეგიონული “ჰაბის”  სახელით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში 720 ათასი ევროს ღირებულების  80-მდე გრანტის გაცემაა გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები კონკურსების  მეშვეობით სამუშაო გრანტებს მოიპოვებენ, ასევე დაფინანსდება მედია ტურები და მედია ორგანიზაციები. პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მასზე არასამთავრობო ორგანიზაცია  3 წლის განმავლობაში იმუშავებს.